საქართველოს ნაკრები დღეს თურქეთს შეხვდება

საქართველოს ნაკრები დღეს თურქეთს შეხვდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრის მსაჯი:

საქართველოსა და თურქეთის შეხვედრას იტალიელი არბიტრები განსჯიან. მთავარი მსაჯი იქნება დავიდე მასა.

ნიკა კვეკვესკირის გაცილება:

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე „დინამო არენაზე“ შეკრებილი გულშემატკივარი საქართველოს ნაკრებიდან ნიკა კვეკვესკირს გააცილებს, რომელმაც საფეხბურთო კარიერა დაასრულა და ვილი სანიოლის სამწვრთნელო შტაბში გადაინაცვლა.