ბიჭი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
1756983379
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „დიპ სტეიტის“ სახეცვლილების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ფორსირებულად უნდა დაიწყოს ევროკრატიიდან დასპონსორებული „ნაცრევანშისტების ამოშანთვა“.
მისივე განცხადებით , ამას კარგად ხედავს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც, ესაა საზოგადოების დაკვეთა. აბაშიძის თქმით, შეუვალი მოცემულობაა, რომ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და თავისუფლებას არცერთ გარე ძალას დაუთმობს. თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ ხისტი და კანონიერი მოგერიება აუცილებელია „მეხუთე კოლონის“ მიმართ.
„დიპ სტეიტის“ სახეცვლილების ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ ფორსირებულად უნდა დაიწყოს ევროკრატიიდან დასპონსორებული ნაცრევანშისტების ამოშანთვა, ამას ასევე კარგად ხედავს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, ესაა საზოგადოების დაკვეთა.
კიდევ უფრო მეტი მხილება და პრევენციაა საჭირო იმაზე, თუ რა ვერაგული გეგმები აქვს „დიპ სტეიტის“ ევროპის „ფილიალს“ საქართველოში ნეოფაშისტებისა და მანქურთების მეშვეობით.შეუვალი მოცემულობაა, რომ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და თავისუფლებას არცერთ გარე ძალას დაუთმობს. თავდასხმები გაგრძელდება, მაგრამ ხისტი და კანონიერი მოგერიება აუცილებელია „მეხუთე კოლონის" მიმართ“, - წერს გია აბაშიძე.