ცნობილია დღევანდელ თამაშზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
1763221199
„აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოსა და კანადის მორაგბეთა ნაკრებების შეხვედრის მეორე ტაიმიც დასრულდა.
ქართველმა მორაგბეებმა თამაშის განმავლობაში სულ 6 ლელო დადეს, მეტოქემ კი მხოლოდ 3. ამასთან, სამი ლელო შალვა აფციაურმა შეძლო.
პირველი ტაიმი ანგარიშით 17:3 დასრულდა, მეორე ტაიმში კი ბორჯღალოსნებმა კიდევ 21 ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ 38:17 გაიმარჯვეს.
ქართველმა მორაგბეებმა კანადის ნაკრებთან 8 მატჩი ჩაატარეს და 5-ჯერ გაიმარჯვეს.