საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები კვიპროსში ჩავიდა, გუნდს თორნიკე შენგელია შეუერთდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები კვიპროსში ჩაფრინდა. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი ლიმასოლში ჩეხეთიდან ჩავიდა, სადაც შეკრების ბოლო ეტაპი გაიარა.

ნაკრები ევრობასკეტის C ჯგუფის მასპინძელ კვიპროსში 12 კალათბურთელი გაემგზავრა, გუნდს კაპიტანი თორნიკე შენგელიაც შეუერთდა. გულის არითმიის გამო მან მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგური თამაშები გამოტოვა და კვლევებისთვის ესპანეთში გაემგზავრა. შენგელია ვარჯიშს სპეციალური პროგრამით დაიწყებს.