7 რამ, რისთვისაც საზღვარგარეთ დამატებითი საფასურის გადახდა მოგიწევთ

ტურისტი

საერთაშორისო მოგზაურობას ყოველთვის ახალი გამოცდილება და ცოდნა მოაქვს. ზოგჯერ, როდესაც საზღვარგარეთ ხართ, ხვდები, რომ ის, რაც თქვენს ქვეყანაში გავრცელებულია, სხვა ქვეყნებში სრულიად განსხვავებულად მუშაობს.

ამერიკელმა იურისტმა და Travel Insighter-ის თანადამფუძნებელმა მაიკლ სუდმა Fodors-ს საზღვარგარეთ შემთხვევების შესახებ უამბო, როდესაც გაკვირვებული დარჩა.

მომსახურების საფასური კაფეში: ბევრ ქვეყანაში მნიშვნელობა არ აქვს საკვები წასაღებად გინდა თუ ადგილზე მირთმევით, საფასური ერთი და იგივეა. თუმცა ეს წესი არ მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, მაგალითად როგორიცაა იაპონია ან იტალია. ამ ქვეყნებში ყოველთვის მეტის გადახდა მოგიწევთ, თუ ადგილზე ვახშამს აირჩევთ, წაღების ნაცვლად. 

ფასიანი ტუალეტები - ტურისტი საკმაოდ გაკვირვებული დარჩა, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროპაში, საზოგადოებრივი ტუალეტები ფასიანია. ეს გასაკვირი არც არის, თუმცა, შესაძლოა, ჩვენ გაგვიკვირდეს ფასიანი ტუალეტები კაფეებსა და ბენზინგასამართ სადგურებზე.

ცალკე საფასური სანელებლებისთვის - ბევრი ადამიანი შეჩვეულია იმ ფაქტს, რომ კაფეში შეგიძლიათ უფასოდ მოითხოვოთ თქვენი კერძისთვის დამატებითი მარილი, პილპილი ან კეტჩუპი. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც ამისთვის დამატებით საფასურს ითხოვენ. მაგალითად, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთსა და ავსტრალიაში.

გადაიხადეთ მომხმარებელზე და არა კერძზე - ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად იტალიასა და იაპონიაში, ორი ადამიანისთვის ერთი კერძის შეკვეთა მიუღებელია. ამიტომ, ზოგიერთი კაფე და რესტორანი პირდაპირ მოითხოვს, რომ თითოეულმა სტუმარმა ცალკე კერძი შეუკვეთოს, თუნდაც ეს იყოს იაფი სწრაფი კვება ან კომპლექტური კერძები, როგორიცაა ხორცის/ხილის თეფში ან სუშის კომპლექტი.

დამატებითი გადასახადი უცხოელებისთვის - ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ინდოეთსა და კენიაში, მუზეუმებში ან სხვა დაწესებულებებში წინასწარ გადახდილი შესასვლელი ბილეთები უცხოელებისთვის უფრო ძვირია. ბოლო დროს, ზოგიერთმა ევროპულმა ქალაქმა, მათ შორის ბარსელონამ, პარიზმა და ამსტერდამმა, ასევე დაიწყეს დამატებითი ტურისტული გადასახადის შემოღება სასტუმროებში მცხოვრები უცხოელებისთვის.

საფეხმავლო ბილიკებზე შესაძლოა გადასახადი იყოს დაწესებული - ზოგიერთი ქვეყანა ტურისტებს მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიაზე სეირნობისთვის აკისრებს თანხას, როგორც წესი, ბუნებრივ პარკებში ან უბრალოდ ულამაზეს ადგილებში. ეს ასეა კოსტა-რიკასა და პორტუგალიის ზოგიერთ ნაწილში.

თეთრეულის დამატებითი გადასახადი - ზოგიერთი კერძო სახლი და ჰოსტელი ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ისლანდია, საფრანგეთი, ფინეთი და შვედეთი, თეთრეულზე დამატებით საფასურს ითხოვს.