როდის გამოქვეყნდება უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია

გამოცდები

აბიტურიენტები უნივერსიტეტში ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას დღეს ელოდნენ.

დილიდან არ წყდება მოლოდინის რეჟიმში კითხვები - როდის დაიდება ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია დღეს არ გამოქვეყნდება. 

მათი თქმით, აბიტურიენტები კვირის განმავლობაში გაიგებენ, რომელ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე ჩაირიცხნენ.