საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიაში გაემგზავრა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

საქართველოს ნაკრების კალათბურთელების ნაწილი დანიაში გაემგზავრა. კოპენჰაგენში სუპერლიგის მოთამაშეები და გუნდის ახალი ნატურალიზებული სპორტსმენი - ამერიკელი მარკის რიდი გაფრინდნენ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დანიელებს სტუმრად 27 თებერვალს დაუპირისპირდება, 2 მარტს კი ნაკრები დანიელებს უკვე თბილისში უმასპინძლებს.