1740669441
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩს გამართავს - ცნობილია შემადგენლობა

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადების ფარგლებში სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტმატჩს გამართავს – შეხვედრა თბილისში, „ლელო არენაზე“ 28 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.
ამ გუნდებს შორის პირველი მატჩში 23 თებერვალს „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართა და სამხრეთაფრიკელთა გამარჯვებით (38:29) დასრულდა – იმ შეხვედრაში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 5 ლელოს დადება მოახერხეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ორივე გუნდში სელექციის პროცესი მიმდინარეობს, მხარეთა შეთანხმებით მწვრთნელებმა პირველ დაპირისპირებაში მოთამაშეთა მაქსიმალურ რაოდენობას მისცეს თავის გამოჩენის შესაძლებლობა, საქართველომ – 37, ხოლო სამხრეთ აფრიკამ 30 მორაგბე ათამაშა.
მეორე თამაში კი რეგლამენტის სრული დაცვით ჩატარდება და გუნდებს განაცხადში 23-23 მოთამაშე ეყოლებათ. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა და განაცხადში სამი ისეთი მორაგბე შეიყვანა, რომელთაც წინა მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ – გიორგი ხაინდრავა მეტოქეს პირველივე წუთიდან შეუტევს, ბურჯი ალიკა ბაჩოშვილი და მესამეხაზელი ლუკა ნარსია კი მარქაფაში იქნებიან. სასტარტო შემადგენლობაში – შვიდი, სათადარიგოთა შორის კი სამი ლეგიონერია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. ლუკა კეშელავა („არმია“), 13. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 12. გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), 11. გივი სოსელია („ხვამლი“), 10. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“);
შერკინება: 1. არჩილ ნოზაძე („აჟენი“), 2. შოთა ხელაძე („ლელო“), 3. გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), 4. დავით ბარამია („ტულონი“), 5. თემურ წულუკიძე („ოიონა“), 6. ნიკა აბესაძე („ლელო“), 7. ანდრო დვალი („პერპინიანი“, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი („ტულონი“).
მარქაფა: 16. ირაკლი უსუბიანი („სურენსი“), 17. ალიკა ბაჩოშვილი („ვეფხვები“), 18. გიორგი ძაგანია („ნარბონი“), 19. გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), 20. ლუკა ნარსია („აია“); 21. დავით წიკლაური („ხვამლი“), 22. გიორგი ჯაში („არმია“), 23. სანდრო სესიაშვილი („არმია“).