საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები დღეს მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკას ეთამაშება

20 წლამდე ნაკრები რაგბი

თბილისსა და ქუთაისში მომდინარე მსოფლიო თასზე 20-წლამდე მორაგბეთა შორის საქართველოს ნაკრები მეორე ტურის შეხვედრას „ავჭალის“ სტადიონზე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან, სამხრეთ აფრიკასთან გამართავს.

მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი ტურის შეხვედრა ორივე გუნდმა ჩაატარა – საქართველო უელსთან 24:25 დამარცხდა, მაგრამ ორი ბონუსქულა მოიპოვა (მცირე სხვაობით მარცხისა და ოთხი ლელოს გატანისთვის), სამხრეთ აფრიკამ კი ურუგვაის იოლად სძლია – 104:7.

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს წელს მეოთხედ ეთამაშებიან – წინა სამ მატჩში (ორჯერ თებერვალში საქართველოში და ერთხელ მაისში სამხრეთ აფრიკაში) გამარჯვება ჩვენს სტუმრებს დარჩათ.