სეტყვა თბილისში - ნახეთ, კადრები
1745321635
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა კიშინეუში გამართულ უეფა-ს განვითარების თასზე მეორე ადგილი დაიკავა.
სანდრო კობახიძის ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდი შემოდგომაზე უკვე 17-წლამდელთა ნაკრების სტატუსით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისლანდიასა და საბერძნეთთან ერთად იასპარეზებს. სამი გუნდისგან შემდგარი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორი საუკეთესო გავა.
მოლდოვის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე ქართველებმა ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყეს – ესტონეთი 4:0 დაამარცხეს. შეხვედრის გმირი სანდრო მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა (3’, 49’, 60’), ხოლო ერთი გოლი გიორგი გორგაძემ გაიტანა (15’).
შემდეგი ორი შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა მინიმალური სხვაობით დათმო – როგორც მასპინძელ მოლდოვასთან, ისე აზერბაიჯანთან – 0:1. შედეგად, ჩვენს ნაკრებს მეორე ადგილი ხვდა წილად.