საქართველომ 20-წლამდელთა ევროპის პირველობა სამი მედლით დაასრულა

საქართველომ 20-წლამდელთა ევროპის პირველობა სამი მედლით დაასრულა

სკოპიაში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს თავისუფალ ჭიდაობაში ორმა ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სანდრო ყურაშვილმა (92კგ) აზერბაიჯანელი ჰუსეინ მამადთაღაზადა 12:1 დაამარცხა, ხოლო ალექსანდრე აბრამიშვილმა (125კგ) რუმინელ ბრაიან სამუელ ტეჩერეანს 10:0 სძლია.

მაკედონიაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში სამი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა.

შეჯიბრზე ოქროს მედალს კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლებს კი სანდრო ყურაშვილი (92კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ).