„საქართველო უკვე გამარჯვებულია“ - პორტუგალიელი ექსპერტი

ნაკრები

პორტუგალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ტომას დე კუნიამ ევრო 2014-ის F ჯგუფსა და მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მეტოქეებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო უკვე გამარჯვებულია, რადგან ევროპაზე გასვლის ისტორია დაიწერა.

„საქართველო უკვე გამარჯვებულია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მათთვის დიდი ჯილდოა. არაა გამორიცხული, პორტუგალიასთან შეხვედრის დროს, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ გქონდეს და უფრო თავისუფლად ითამაშოს, რაც სელესაოს პრობლემებს შეუქმნის. თუმცა, პირველ ნომრად მაინც ჩვენ ვითამაშებთ და საქართველოს დაცვაში ყოფნა მოუწევს“,- ამბობს ექსპერტი.

ცნობისთვის, სტატისტიკური სააგენტო opta აცხადებს, რომ საქართველოს ჯგუფური ეტაპის დაძლევის ყველაზე დაბალი შანსი აქვს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.