სანდრო ბაზაძემ სეულის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ბაზაძე

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, – ინფორმაციას საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია ავრცელებს.

ბაზაძემ ფინალური შეხვედრა ეგვიპტის წარმომადგენელ ზიად ელსისთან 15:13 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

ქართველმა მოფარიკავემ ფინალამდე არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა – მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ.