სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასის Villa de Madrid-ის ჩემპიონია

sandro bazadze

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის მსოფლიოს თასი Villa de Madrid-ი მიმდინარეობს. ფინალში, სანდრო ბაზაძემ თურქი სპორტსმენი დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალურ შეხვედრამდე მან იტალიელი, რუმინელი, ჩინელი და ფრანგი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი კორეელ მეტოქეს 15:13 სძლია.

სპორტსმენები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.