სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში მიმდინარე 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სამი ქართველი ნახევარფინალში იასპარეზებს.
ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა (57კგ) მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი დანოუშ იოუკარი 10-0 დაამარცხა და ფინალში გადასასვლელად აზერბაიჯანელ ბაგიპოვს შეხვდება, ნახევარფინალში გიორგი გოგრიჭიანის (79კგ) მეტოქე ასევე აზერბაიჯანელი ამირასლანოვი იქნება, 97კგ-ში კი 18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილი რუს სპორტსმენს, ხანიევს დაუპირისპირდება.
კონტინენტის პირველობაზე სერბეთში ნახევარფინალური შეხვედრები დღეს 20:00 საათიდან გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ ჩატარდება.