რვათვიანი პაუზის შემდეგ, შესაძლოა, ჩაკვეტაძე მოედანს დღეს დაუბრუნდეს

გიორგი ჩაკვეტაძე

გიორგი ჩაკვეტაძემ, შესაძლოა, დღეს „ბრისტოლ სიტისთან“ ითამაშოს. ამის შესახებ „უოტფორდის“ პრეზიდენტმა სკოტ დაქსბერიმ განაცხადა, ხოლო Geo Team უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ავრცელებს.

„იანვარში კლუბს მხოლოდ ის მოთამაშეები დატოვებენ, რომელთა გაშვებაც ხავი გრაციას სურს. ჩვენ ვუთხარით ხავის, რომ იანვარში შევინარჩუნებთ ყველა მოთამაშეს, რომელიც მწვრთნელს სურს. ესენი არიან ლუსა, გიორგი ჩაკვეტაძე და ყველა სხვა, რომლებსაც ჩვენი აზრით, შეუძლიათ მიზნის მიღწევაში დაგვეხმაროს. სამწუხაროდ, როკო ვატა ტრავმირებულია, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებას უახლოეს მატჩებში ველით“, – განაცხადა Watford Observer-თან დაქსბერიმ.

Geo Team კი წერს: „გიორგი ჩაკვეტაძე ბრუნდება! Geo Team-ის ინფორმაციით, „პრესტონთან“ დღეს გასამართ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე 8-თვიანი პაუზის შემდეგ „უოტფორდის“ სამატჩო განაცხადშია“.

ჩაკვეტაძემ „უოტფორდის“ ფორმით ბოლოს 4 აპრილს „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა, მაგრამ 31-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ინგლისის ჩემპიონშიპის მე-17 ტურში „უოტფორდი“ „პრესტონს“ 25 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე უმასპინძლებს.

1TVSPORT