რუსეთის ჰოკეის ნაკრებს 2026 წლის ოლიმპიადაზე არ დაუშვებენ

hokei

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩეხურ პორტალს Hokej.cz-ს შეატყობინა, რომ ყინულის ჰოკეიში რუსეთის ნაკრები არ იქნება დაშვებული 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც იტალიაში გაიმართება.

„2023 წლის მარტის რეკომენდაციები რუსული პასპორტის მქონე სპორტსმენების მიმართ ძალაში რჩება. ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა, რომ ზედმიწევნით მიყვება ამ რეკომენდაციებს“, – განუცხადეს ჩეხ ჟურნალისტებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.

იტყობინებიან, რომ რუსეთის მამაკაცთა და ქალთა ნაკრებების ნაცვლად ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრები გამოვა.