რომელ ადგილზეა ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სიაში ხვიჩა კვარაცხელია - Transfermarkt-ის რეიტინგი

ხვიჩა კვარაცხელია

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-მა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები დაასახელა. პირველ ადგილს „პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, კილიან მბაპე იკავებს და Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 180 მილიონი ევროა.

მეორე პოზიციაზე „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს ვხედავთ - 170 მილიონი. მესამე ჯიუდ ბელინგემია - 120 მილიონი, მეოთხე - ვინისიუს ჟუნიორი (ასევე 120 მილიონი), ხოლო ხუთეულს „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ჯამალ მუსიალა ასრულებს - 110 მილიონი.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციაა. Transfermarkt-ის მიხედვით, „ნაპოლის“ ახალგაზრდა შემტევი 85 მილიონი ევრო ღირს და იგი მე-16 ადგილზე იმყოფება. „კვარა“ ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც დეკლან რაისი, ლაუტარო მარტინესი, მარკუს რაშფორდი, როდრი, ბერნარდო სილვა, იოზუა კიმიხი, კევინ დე ბრუინი, იოშკო გვარდიოლი, ლეროი სანე და სხვები არიან.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი და 10 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ჩემპიონთა ლიგაზე მან მონაწილეობა 7 მატჩში მიიღო და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

Transfermarkt-ის რეიტინგი

6 - ბუკაიო საკა - 110 მილიონი

7 - ფილ ფოდენი - 110 მილიონი

8 - პედრი - 100 მილიონი

9 - ვიქტორ ოსიმენი - 100 მილიონი

10 - ფედე ვალვერდე - 100 მილიონი

11 - გავი - 90 მილიონი

12 - ორელინ ჩუამენი - 90 მილიონი

13 - ჰარი კეინი - 90 მილიონი

14 - ენცო ფერნანდესი - 85 მილიონი

15 - ფლორიან ვირტცი - 85 მილიონი