ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი რამდენიმე დღეა იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა.
„კვარას“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ნეაპოლურმა გამოცემამ, Il Mattino-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და ბოლო ცნობები მოგვაწოდა. Il Mattino-ს მიხედვით, კლუბის ხელმძღვანელები ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლებს საუდის არაბეთის დედაქალაქში, ერ-რიადში ელოდებიან და მათი შეხვედრა უახლოეს დღეებში იგეგმება.
„როგორც იქნა, მისი დრო დადგა. ხვიჩას აგენტები საუდის არაბეთში ჩავლენ და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ საუდის არაბეთში იტალიის სუპერ თასზე სათამაშოდ გაემგზავრა და ნახევარფინალური დაპირისპირება „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ელის. მატჩი ხუთშაბათს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.
ხვიჩას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი ანაზღაურება 1.2 მილიონი ევროა. იტალიურ პრესაში იწერება, რომ „პარტენოპეი“ მისი ხელფასის გაორმაგებასა და ხელშეკრულების 1 წლით გახანგრძლივებას აპირებს.