საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ლევან შენგელიას კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობა აქვს და რამდენიმე კვირა იძულებითი უქმობა მოუწევს. ამის შესახებ ეროვნული გუნდის ექიმმა დავით ხარაბაძემ ისაუბრა. მანვე კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა, რომელმაც საბერძნეთთან მატჩის დროს, შენგელიას მსგავსად, მინდორი ტრავმის გამო დატოვა.
დავით ხარაბაძე (საქართველოს ნაკრების ექიმი): "ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში უბრალოდ დაჭიმულობა იყო და მეტი არაფერი. დატვირთვის ფონზე ეს მოსალოდნელიც იყო. მითუმეტეს, რომ ხვიჩა იტალიის სერია A-ში თითქმის მთელი სეზონია შეუცვლელად თამაშობს და ეს დიდი დატვირთვაა. უკვე სეზონის ბოლო ახლოვდება და კუნთების პრობლემამაც იჩინა თავი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
რაც შეეხება შენგელიას, მან კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და ზუსტად ახლახანს მომივიდა რენტგენის პასუხი, რომლის თანახმადაც მცირე მოტეხილობა აქვს. თუმცა, საგანგაშო მაინც არაფერია, რადგანაც რამდენიმე კვირაში ლევანი მწყობრში იქნება. გახსოვთ თამაშისაც ცუდი შეჯახება იყო, როდესაც შენგელია და მისი მეტოქე ერთდროულად წაიქცნენ და ბერძენი მოთამაშე მას მთელი ტანით სახსარზე დაეცა. ამან გამოიწვია დიდი წვივის მედიალური გოჯის მწვერვალი მოტეხილობა.
იმ მომენტში მე მაშინვე მოედნის კიდესთან მივედი, თუმცა, მსაჯმა მანიშნა, რომ სერიოზული არაფერი იყო. როგორც სჩანს, თავიდან ლევანმაც უთხრა, რომ თამაშის გაგრძელებას მოახერხებდა, თუმცა, მალევე მიხვდა, რომ ძლიერი ტკივილი ჰქონდა და ჩვენც გავიაზრეთ, რომ გაგრძელება შეუძლებელი იყო. იმ დროს გამაყუჩებლის გაკეთება დაგვჭირდა, თუმცა, როგორც აღვნიშნე, საერთო ჯამში სერიოზული არაფერია და ამდენად, ევრო 2024-ზე შენგელია აუცილებლად ითამაშებს",- ამბობს ხარაბაძე.