რას ნიშნავს ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი, გოლის გატანის შემდეგ

კვარა

ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო გუშინ კიდევ ერთხელ აალაპარაკა. 

სერია „ა“-ში კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა – იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში „ნაპოლის“ ახალწვეულმა „ვერონასთან“ გასვლაზე მოგებულ (5:2) მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელმა ამ ჟესტით აღნიშნა ↓

ცნობისთვის, პირველად მსგავსი ჟესტი ცნობილმა კალათბურთელმა, სტეფ კარიმ გამოიყენა. გოლდენ სტეიტის ვარსკვლავმა მსგავსი მოქმედებით NBA-ს ფლეი ოფის სერიაში დენვერ ნაგეთსი „დასაძინებლად გაუშვა“.

კვარაცხელიას ფოტოს სხვადასხვა სააგენტომ და სოციალური მედიის გვერდმა უამრავი ორიგინალური სათაური შეურჩია. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია: „ნუ დაიძინებ, როდესაც მოედანზე ვარ, ეს შოუ არ უნდა გამოტოვო“..