რა უთხრა მერაბ დვალიშვილმა მნიშვნელოვანი მოგების შემდეგ პრესკონფერენციაზე შეკრებილებს

დვალიშვილი

ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მერაბ დვალიშვილმა, ბრა­ზი­ლი­ე­ლი სპორ­ტსმე­ნი, ჟოზე ალდო სამ­რა­უნ­დი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და­ა­მა­რა­ცხა. ამით მან კა­რი­ე­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ბრძო­ლა მო­ი­გო.

ბრძო­ლის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მერაბ დვალიშვილმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს რუკა აჩ­ვე­ნა  რათა ყვე­ლას­თვის შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 20% რუ­სე­თის მი­ე­რაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

„ყვე­ლა სპორ­ტსმე­ნი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იბ­რძვის. არ შე­მიძ­ლია მივ­ბა­ძო ხა­ბი­ბის. ვფიქ­რობ, რომ ხა­ბი­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ძლი­ე­რია და ის ლე­გენ­დაა. ჩვენ ვართ ერთი და იგი­ვე არე­ა­ლი­დან, კავ­კა­სი­ი­დან, ჩვენ კავ­კა­სი­ე­ლე­ბი ვართ, თუმ­ცა ხა­ბი­ბი სხვა მხა­რე­საა, ჩვენ სხვა მხა­რეს. 

ჩვენ მსგავ­სი კულ­ტუ­რის ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ ისი­ნი მუს­ლი­მე­ბი არი­ან, ჩვენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი, ახლო ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ ის წარ­მო­ად­გენს რუ­სეთს.

ეს არის ჩემი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს რუკა, ეს სა­ქარ­თვე­ლოა და 2008 წელს რუ­სეთ­მა მისი კი­დევ ერთი ნა­წი­ლის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა. როცა მე და­ვი­ბა­დე, 1991 წელს ჩემი სამ­შობ­ლოს სხვა ნა­წი­ლი (აფხა­ზე­თი) მი­ით­ვი­სეს და მე კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 20% და ახლა ისი­ნი იგი­ვეს აკე­თე­ბენ უკ­რა­ი­ნა­ში.

მინ­და ხმა­მაღ­ლა ვთქვა, რომ იმე­დია შევ­ძლებთ ამ ომის შე­ჩე­რე­ბას, ეს სი­გი­ჟეა, ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ დღე კვდე­ბი­ან და მე არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია და არა­ვის არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია. ყვე­ლა­ნი ვა­წე­სებთ სან­ქცი­ებს, მაგ­რამ არ ვიცი რო­გორ შევ­ძლებთ ამის შე­ჩე­რე­ბას", - თქვა მერაბ დვა­ლიშ­ვილ­მა.