ქუთაისში, ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირება 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა

ქუთაისში, ევროპის ჩემპიონატის ტრანსლირება 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა

18, 22 და 26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ასევე, სხვა ქვეყნის გუნდების თამაშების პირდაპირი ტრანსლირება 100 საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა.

17:00 საათიდან დაუკრავს DJ სომალი, მოეწყობა სპორტული აქტივობები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები კი, გამაგრილებელ სასმელებს შესთავაზებენ გულშემატკივრებს. ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს!