ქართველმა მჯდომარე ფრენბურთელებმა ბრინჯაოს ერთა ლიგაზე მოქმედი ჩემპიონი ჩეხეთი დაამარცხა

frenburti

საფრანგეთი, 2023 წლის მჯდომარე ფრენბურთის მამაკაცთა ბრინჯაოს ერთა ლიგის მასპინძელია. ჩემპიონატში მონაწილეობას  სულ 5 გუნდი იღებს მათ შორის წინა წლის ჩემპიონი ჩეხეთი, მასპინძელი საფრანგეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები და საქართველო.

საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელებმა, რომელთა გამოსვლაც ბრინჯაოს ლიგაში სადებიუტოა, პირველივე დღეს დამაჯერებლად დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი - ჩეხეთი. ანგარიშით 3:0 (25-16, 25-19, 25-14).

ბრინჯაოს ერთა ლიგის გამარჯვებულები 3 დეკემბერს გამოვლინდებიან. საქართველოს მჯდომარე ფრენბურთის მხარდამჭერია თბილისის მერია.