პსჟ -„ჩელსის“თამაშს დღეს დონალდ ტრამპი დაესწრება

კვარა პსჟ

დღეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ „ჩელსის“ დაუპირისპირდება. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზული გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე იმავე ძირითად შემადგენლობას გაიყვანს მოედანზე, რომელმაც „რეალთან“ ითამაშა/

„პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო მატჩში გარკვეული დაღლა დაეტყო, მაგრამ ასე ფასეული ქართველი პირველივე წუთებიდან მარცხენა ფლანგიდან შეუტევს ლონდონელთა კარს.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება: „ტრამპი ფინალზე იქნება. მას უყვარს სოკერი. პირველი საპრეზიდენტო ვადისას თეთრი სახლის ეზოში ფეხბურთის კარები ჰქონდა. ის მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტია. ასეთი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება მისი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია. ტურნირზე ორ მილიარდ დოლარზე მეტი გამოვიმუშავეთ, საშუალოდ 31 მილიონი თითოეულ მატჩზე. ვერცერთი ტურნირი ამ მხრივ საკლუბო მუნდიალთან ახლოსაც ვერ მივა. ყველას აზრს პატივს ვცემ, ზოგს ვიზიარებ კიდეც, მაგრამ ნათლად დავინახეთ, რომ ყველა კლუბი კმაყოფილი დარჩა. არავითარ სერიოზულ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. პსჟ-ს და „ჩელსის“ გულშემატკივრები თავიდანვე განუმეორებელნი იყვნენ“.

წყარო: