პირველი საგოლე მოქმედება სადებიუტო მატჩში - "კვარამ" დემბელეს გაატანინა

კვარა

ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ შინ "რეიმსს" 1:0 ამარცხებს.

დედაქალაქელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასით უსმან დემბელემ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა საგოლე მოქმედებით თავი სადებიუტო შეხვედრაშივე გამოიჩინა.

პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, რომელსაც მატჩის დაწყებამდე მცირე პრეზენატცია მოუწყვეს და გულშემატკივრებმა მისი გვარის სკანდირება დაიწყეს.

ქართველმა თამაში აქტიურად დაიწყო და აკემს უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიაღებინა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, დემბელეს და ფაბიან რუისს გატანა მეკარე დიუფმა არ დაანება, დუემ ოდნავ ააცილა მიზანს, რამუშმა ბურტი ძელს გაარტყა. სტუმრებმა უშედეგო კონრშეტევებით უპასუხეს, რომელთა რიგებში ნაკამურა გამოირჩეოდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.