რა მოხდა მკვლელობამდე 5 დღით ადრე - დანაშაულის ახალი დეტალები
1778183658
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს 01:00-იდან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კაიშაურები, მთა ვარცლა, სტეფანწმინდა, ბაზალეთი, მუხრანი, აბანოსხევი, სნო და მიმდებარე სოფლებში; 01:00-იდან 03:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მისაქციელი, საგურამო, ახატანი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფლებში; 10:30-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ზაჰესში ჭიჭინაძის, ნიკო ფიროსმანის, კასკადის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაგვისპირი, ბოდორნა, ჩინთი, ხეობა, წითელი კლდე, გირგალველი და მიმდებარე სოფლებში; 11:40-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახატანი, ბაგა, ლაზვიანი, კოჭობა და მიმდებარე სოფლებში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.