ვის ეკუთვნოდა წითელი მანქანა და რა მოხდა ტრაგედიის ღამეს - გორის ავარიის ახალი დეტალები
1784318366
პელეს მაისური ნიუ-იორკში, Sotheby's აუქციონზე 4,3 მილიონ ევროდ გაიყიდა. ბრაზილიის ნაკრების სწორედ ამ ლურჯი, მე-10 ნომრიანი მაისურით მოუტანა 17 წლის პელემ, 1958 წლის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის სამშობლოს ისტორიაში პირველი გამარჯვება მსოფლიო პირველობაზე.
ეს აუქციონებზე გაყიდული სიძვირით მეორე სპორტული მაისურია. პირველ ადგილს არგენტინის ნაკრების მაისური იკავებს, რომელიც დიეგო მარადონას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ეცვა, როდესაც ინგლისელებს გოლი „ღმერთის ხელით“ გაუტანა.
ლონდონში, Sotheby's-ის აუქციონზე, 2022 წლის მაისში მასში 8,1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი გადაიხადეს.