„პარმასთან“ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძემ „უდინეზეში“ საუკეთესო შეფასება მიიღო

გიორგი ჩაკვეტაძე

იტალიის სერია A-ში აუტსაიდერების დაპირისპირება გაიმართა – გიორგი ჩაკვეტაძის „უდინეზე“ „პარმას“ ესტუმრა და დაძაბულ შეხვედრაში ქულა მოიპოვა 0:0.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის და იტალიურ ფეხბურთს ნელ-ნელა ეჩვევა. გიორგი უფრო მეტად იღებდა თავზე თამაშს, შეტევების გამწვავებას ცდილობდა და დაცვასაც ეხმარებოდა. იგი 83-ე წუთზე შეცვალეს და საბოლოოდ, „უდინეზეში“ საუკეთესო შეფასება მიიღო – 7,5 ქულა.

69-ე წუთზე „პარმას“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ადრიან ბერნაბე გარსიას მიერ შესრულებული პენალტის მიმართულება სტუმართა მეკარე მადუკა ოკოიემ გამოიცნო და გუნდი გოლისგან იხსნა.

იტალიის ჩემპიონატში გამართული 9 ტურის შემდეგ „უდინეზემ“ 5 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი შეინარჩუნა. 

✕