„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში მეორე მატჩიც მოიგო - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის გამო თამაში გამოტოვა

„კვარაცხელია შიმშილის ქართული განმარტებაა“ - ფრანგული მედიის გამოხმაურება

„პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „ანჟერი“ 1:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ თამაში გამოტოვა, მას კუნთის მცირე ტრავმა აქვს.

„პსჟ“-მა 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ლიდერია. ხვიჩა კვარაცხელია კი გუნდს, სავარაუდოდ, შემდეგ ტურში დაუბრუნდება.