Opta Sports-ის ვერსიით, „პარი სენჟერმენი“ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო გუნდად დასახელდა

კვარა პსჟ

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს საუკეთესო გუნდების რეიტინგს, რომელიც სტატისტიკურმა პორტალმა, Opta Sports-მა შეადგინა.

ფრანგულმა კლუბმა შეფასების 100-ბალიანი სისტემით მაქსიმუმი მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა სიაში, რომელშიც 10 ათას კლუბზე მეტია შეყვანილი. Opta Sports-ის მიხედვით, გუნდების რეიტინგის ათეული:

1. „პარი სენ-ჟერმენი“ – 100

2. „ლივერპული“ – 99,27

3. „არსენალი“ – 98,79

4. „მანჩესტერ სიტი“ – 97,98

5. „ბარსელონა“ – 96,89

6. „რეალი“ – 95,41

7. „ბაიერნი“ – 95,16

8. „ჩელსი“ – 94,89

9. „ასტონ ვილა“ – 94,79

10. „ნიუკასლი“ – 94,73