ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა პარაფარიკაობაში ბუდაპეშტის მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარაფარიკაობის „მსოფლიოს თასი 2026’’ გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა – ნინა თიბილაშვილმა და ირმა ხეცურიანმა ასპარეზობა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დაასრულეს.

ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური შეხვედრა პოლონელ კინგა დროჟთან ანგარიშით 10:15 დაასრულა და ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ირმა ხეცურიანმა, ასევე ხმლით ფარიკაობაში, ნახევარფინალური შეხვედრა იტალიელ ანდრეა მოგოსთან ანგარიშით 13:15 დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.