1744273393
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან ველსის მასტერსზე გამოსვლა დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა.
საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვილი მსოფლიოს 48-ე ჩოგანს, ამერიკელ მარკოს გირონს შეხვდა და ორ სეტში, 5:7, 6:7 (3:7) დამარცხდა.
პირველ სეტში გირონმა ერთადერთი ბრეიქი სეტის მიწურულს შეასრულა, ხოლო მეორე სეტი ბასილაშვილის უპირატესობით დაიწყო, მეტოქის ჩაწოდებაც აიღო, თუმცა სეტის მიწურულს გირონი გააქტიურდა და ტაიბრეიქზე გაიმარჯვა.
მსოფლიოს მიმდინარე რეიტინგში, ინდიან ველსის ძირითად ბადეში მოხვედრით, ნიკოლოზ ბასილაშვილი 145-ე ადგილზე გადაინაცვლებს.