„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში, სამტერის 125-ქულიან ჩელენჯერზე ასპარეზობს და უკვე მეოთხედფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე წრეში ამერიკელი მერფი კესონე სამ სეტში, 2:6, 6:3, 6:1 დაამარცხა.
ტურნირის სტარტზე ნიკოლოზმა ასევე ამერიკელ კრისტოფერ ეუბანკსს სძლია. მეოთხედფინალში მისი მეტოქე ყაზახი ალექსანდერ შევჩენკო იქნება, რომელიც პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა (ATP) რეიტინგში 102-ე ადგილზეა.
33 წლის ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი, მსოფლიოს რეიტინგში კი 112-ე პოზიციაზე იმყოფება.