„ნაპოლის“ მარცხის მიუხედავად, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია

მიუხედავად "მარადონაზე" 1:1-ისა, ქართველმა ფეხბურთელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, გულშემატკივარს 10 წარმატებული დრიბლინგი და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი აჩუქა, რის შემდეგაც, სავსებით დამსახურებულად, განმეორებითი შეხვედრების საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.

ხვიჩასთან ერთად არიან:

მეკარე - ტიბო კურტუა ("რეალი")

მცველები - ფედერიკო დიმარკო ("ინტერი"), რუბენ დიასი ("მანჩესტერ სიტი"), ედერ მილიტაო ("რეალი"), დანი კარვახალი ("რეალი") 

ნახევარდაცვა - იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), ჯეკ გრილიში ("მანჩესტერ სიტი"), ფედერიკო ვალვერდე ("რეალი"), როდრიგო ("რეალი")

თავდასხმა - ლაუტარო მარტინესი ("ინტერი")