ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს?
1736617292
„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად ინგლისელ თავდამსხმელს, მარკუს რაშფორდს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.
გუშინ, სერია A-ს მე-20 ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტემ დაადასტურა, რომ ქართველ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს. კვარაცხელიას ყველაზე აქტიურად პსჟ-ს უკავშირებენ და, სავარაუდოდ, ტრანსფერი იანვრის ბოლომდე შედგება.
რაც შეეხება რაშფორდს, მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ სულ უფრო ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა, ახალი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის გეგმებში აღარ შედის და, დიდი ალბათობით, გუნდს ისიც იანვარში შეიცვლის.
გავრცელებული ცნობით, „ნაპოლი“ 27 წლის ინგლისელი ფეხბურთელის დამატებას იჯარის წესით განიხილავს სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით.
მარკუს რაშფორდის დებიუტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 2016 წელს შედგა, მას შემდეგ მან გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 426 შეხვედრაში 138 გოლი გაიტანა.