„ნაპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ დამარცხდა

კვარა

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ნაპოლი“ „მილანთან“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა.

ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა და „მილანი“ გადაარჩინა. ხვიჩამ მე-10 წუთზეც სცადა კარის აღება და მცველისგან ბურთი კუთხურზე გავიდა.

მატჩის ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ისმაილ ბენასერმა გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 81 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი მატეო პოლიტანოს დაუთმო.

მეორე შეხვედრა 18 აპრილს, ,,სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართება.