ნახეთ, რა გააკეთა ნაპოლის პრეზიდენტმა, როცა დაინახა რომ ხვიჩას უხეშად მოექცნენ - მწვრთნელმა ყველა აალაპარაკა

xvichas mwvrtneli

„ნაპოლი“ წინასასეზონო შეკრების ბოლო სპარინგში „ესპანიოლს“ დაუზავდა (0:0). მოედანზე რამდენჯერმე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და ნეაპოლელები გაკვირვებულები დარჩნენ მეტოქის აგრესიულობით, რადგან შეხვედრა ამხანაგური იყო.

„ნაპოლის“ სათადარიგოთა სკამზე კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი და სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ისხდნენ. დე ლაურენტისმა ვერ მოითმინა, შესვენებაზე გუნდების გასვლის წინ მოედანზე შევიდა და ერთ-ერთ მსაჯს საყვედური უთხრა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელთა უხეშობაზე რეაგირებას არ ახდენდნენ.

ამ მატჩში ხვიჩა სასტარტო თერთმეტეულში იყო და მოედანზე 68 წუთი დაჰყო, მეტოქეები განსაკუთრებით მის წინააღმდეგ თამაშობდნენ აგრესიულად.