მსოფლიო ჩემპიონატი - დღეს ერთმანეთს პორტუგალია და უზბეკეთი დაუპირისპირდებიან

ფეხბურთი პორტუგალია და უზბეკეთი

მსოფლიო ჩემპიონატზე დღევანდელ საფეხბურთო საღამოს, პორტუგალიისა და უზბეკეთის ნაკრებთა დაპირისპირება გახსნის.

პორტუგალიამ ტურნირი მოულოდნელი შედეგით დაიწყო - გუნდმა, კონგოსთან ფრე 1:1 ითამაშა, თუმცა პორტუგალიელები ჯგუფის მთავარი ფავორიტები არიან და ეს სტატუსი მათ დღევანდელ დაპირისპირებაში აუცილებლად უნდა გაამართლონ. თავის მხრივ, კოლუმბიასთან პირველ ტურში მძიმე ბრძოლაში დამარცხდა უზბეკეთის ნაკრები, თუმცა ამ დაპირისპირებაში ფაბიო კანავაროს გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟსა და საუკეთესო მომენტების მიმოხილვას შეგიძლიათ თვალი "რუსთავი 2-ის" ეთერში ადევნოთ.