„მორალური უფლება არ მაქვს, რომ ამ პოსტზე დავრჩე“ – საქართველოს ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ, ბულგარელთა მწვრთნელი გადადგა

ბულგარელთა მწვრთნელი

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ამ შეხვედრაზე ჩვენს მხარდასაჭერად მოვიდა. ისინი არ იმსახურებდნენ იმას, რაც დღეს ნახეს. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი ბოლო მატჩია, როგორც ნაკრების მწვრთნელის” – განაცხადა ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა.

იასენ პეტროვი ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის, ის ამ პოსტიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მისმა გუნდმა საქართველოს ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხი განიცადა.

„ცხადია, მორალური უფლება არ მაქვს, რომ პოსტზე დავრჩე. იმედი მაქვს, ჩემი შემცვლელი  შეძლებს ბიჭებს მეტი მოტივაცია მისცეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მორალური უფლება არ მაქვს დავრჩე“, – განაცხადა მან.

ინფორმაციას ბულგარეთის მედია ავრცელებს.