საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
UFC-ის ყოფილი მებრძოლი, ლიანა ჯოჯუა განცხადებას აქვეყნებს და ამბობს, რომ უმაღლესი საბრძოლო ლიგიდან წამოსვლის შემდეგ მას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები ხვდებოდა. სხვადასხვა ადამიანები მას „სხეულის გაყიდვისკენ“ მოუწოდებდნენ.
„არ მესმის, როგორ შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო იმ ადამიანს, რომელსაც არ იცნობ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეგნობის მიხედვით გაფასებენ. ცხვირზე შემომხედავდნენ და დამცინავად მეტყოდნენ, რომ „შენ ეს გაიტეხე და ასე“.
„მომიწოდებდნენ, ინტიმური ფოტოები გამეყიდა. როცა კონტრაქტი შეწყდა, ყველამ იფიქრა, რომ მოწერა შეეძლო და მე სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია სხეულის გაყიდვის გარდა. მსგავს რამეს კაც სპორტსმენს არასდროს მიწერენ“, – წერს ლიანა ჯოჯუა.
წყარო: Sports.ru