მიქაუტაძისა და დავითაშვილის სატრანსფერო შეფასებები გაიზარდა

მიქაუტაძისა და დავითაშვილის სატრანსფერო შეფასებები გაიზარდა

გიორგი მიქაუტაძის და ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო შეფასებები გაიზარდა. ასეთია ანალიტიკური პორტალის, transfermarkt-ის განახლებული შეფასებები.

„ლიონში“ და საქართველოს ნაკრებში წარმატებული თამაშების შემდეგ მიქაუტაძის ტრანსფერის საბაზრო ღირებულება 18-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა, ხოლო ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენში“ შედეგიანობა ასევე დაუფასდა და, 8 მილიონის ნაცვლად, ახლა მის გრაფაში 10 მილიონი ჩაიწერა.

გაიზარდა ბუდუ ზივზივაძის შეფასებაც და, 1,8-ის ნაცვლად, ახლა მისი ტრანსფერი 2,5 მილიონია. „გრანადაში“ სტაბილური თამაშის შედეგად გიორგი წიტაიშვილის მონაცემები 1,0 მლნ-დან 1,5-მდე გაიზარდა, ხოლო „პანსერაიკოსში“ საიმედო მეკარეობის გამო ლუკა გუგეშაშვილის შეფასება 700 ათასი ევრო (500-ის ნაცვლად) გახდა.

მაგრამ არის უკუსვლაც – „ვალენსიის“ წარუმატებელი გამოსვლა გიორგი მამარდაშვილის შეფასებაზეც აისახა და მისი ტრანსფერის ღირებულება 40-მილიონიდან 30-მდე შემცირდა, ხოლო „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ვარსკვლკავის – 85-დან 80-მდე. საქართველოს ნაკრების ჯამური შეფასება 192 მილიონიდან 182-მდე შემცირდა.