მასთან პირისპირ შეხვედრაზე ვოცნებობდი... - კვარაცხელია რონალდოსთან შეხვედრაზე

khvicha kvaracxelia

26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ Goal-თან კომენტარი "ჯვაროსნების" შემტევებმა ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა გააკეთეს.

კვარაცხელია: "ის ჩემი კერპი იყო. მიხარია, რომ მოედანზე შევხვდები. მასთან პირისპირ შეხვედრაზე ვოცნებობდი. ვნახოთ, რა გამოვა".

დავითაშვილი: "მასთან შეხვედრა სასიამოვნო იქნება, მაგრამ არ მეშინია. ამას მოუთმენლად ველი და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ასეთ გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია".

წყარო: