1758468418
„მარსელისა“ და „პარი სენჟერმენის“ მატჩი ძლიერი წვიმისა და მოსალოდნელი წყალდიდობის გამო გადაიდო

„საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის ცენტრალური დაპირისპირება „მარსელსა“ და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენჟერმენის“ შორის სტიქიის გამო გადაიდო“, – ინფორმაციას L’Équipe-ი ავრცელებს. „მატჩი გადაიდო ძლიერი წვიმის საფრთხის გამო, რაც ქალაქის ქუჩებში წყალდიდობის მნიშვნელოვან რისკს ქმნის.
65 000 ადგილიანი „სტად ველოდრომი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია, რომელიც, სავარაუდოდ, გადატვირთული იქნებოდა, საფრთხის წინაშე დგას. ბუშ-დიუ-რონის რეგიონში წვიმის, წყალდიდობისა და ჭექა-ქუხილის გამო ნარინჯისფერი განგაში გამოცხადდა“, – განაცხადა ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის პრეფექტმა, ჟორჟფრანსუა ლეკლერმა.
საფრანგეთის გამორჩეული კლუბების დაპირისპირება 21 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.