მარნეულელი მშვილდოსანი სალომე ხარშილაძე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია

სალომე

მარნეულელი მშვილდოსანი სალომე ხარშილაძე საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია.

ბათუმში გაიმართა აჭარის ოცდამეათე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში, სადაც წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, მშვილდოსანმა სალომე ხარშილაძემ (პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი).პირად პირველობაში სალომე ხარშილაძემ მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო მიქსებში, ჯაბა მოსეშვილთან ერთად, ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.