მარნეულელი მოკრივე გიორგი ჟორჟოლიანი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია

მარნეული

ათენში, პანელეონში, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კრივში, “VASILIS TOPALOS CUP”. ტურნირზე წარმატებით იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მოკრივემ , გიორგი ჟორჟოლიანმა  და 71 კგ წონით კატეგორიაში დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი.

აღსანიშნავია, რომ გიორგი არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი, იგი ირიცხება საქართველოს მოკრივეთა ეროვნულ ნაკრებში.