მარნეულელი მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

მარნეულელი მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე!

რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე, მარნეულელმა სპორტსმენებმა  ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
დემეტრე მუმლაძე ევროპის ჩემპიონი გახდა, 70+ კგ წონით კატეგორიაში, მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენა ხელში  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გიორგი ლომიძე ევროპის ჩემპიონი გახდა მარცხენა ხელში, 70 კგ წონით კატეგორიაში.

სპორტსმენების პირადი მწვრთნელია:მამუკა ბოჭოიძე.