მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა - ესპანელთა მთავარი მწვრთნელი

  გიორგი მამარდაშვილი

ესპანელთა მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე აცხადებს, რომ გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარეა.

ლუის დე ლა ფუენტე აღნიშნავს, რომ მისთვის მისი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან.

„მამარდაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, არ მომისმენია მისი განცხადება, მაგრამ ბუნებრივია, რომ მისი თანაგუნდელი სხვებზე უკეთესად მიაჩნია. მეც ასე ვფიქრობ, რომ ჩემი ფეხბურთელები საუკეთესოები არიან, თუმცა მეტოქეებსაც პატივს ვცემ“, - აღნიშნა ესპანელთა მთავარმა მწვრთნელმა.