მაგარი გოლი შეაგდო ქოჩორამ, ასე უნდა გავაგრძელოთ - გიორგი მამარდაშვილი

მამარდაშვილი

ჩვენ გავიტანეთ, მაგარი გოლი შეაგდო ქოჩორამ, ასე უნდა გავაგრძელოთ, - განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ალბანეთთან გამარჯვების შემდეგ.

"რთული თამაში გამოვიდა, ორივე გუნდი ტაქტიკურად უკან ვიდექით და ჩვენს მომენტს ველოდებოდით. საბოლოო ჯამში, გაგვიმართლა და ჩვენ გავიტანეთ, მაგარი გოლი შეაგდო ქოჩორამ. ასე უნდა გავაგრძელოთ", - აღნიშნა გიორგი მამარდაშვილმა.

ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - "ჯვაროსნებმა" მეტოქეს ანგარიშით 0:1 სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

ამ გამარჯვებით, საქართველო ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მას, საერთო ჯამში, 6 ქულა აქვს.