საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხი დავიდ კლარმეტი დაამარცხა. ქართველმა ძიუდოისტმა დამატებით დროში მეტოქეს ეფექტური გდება გაუკეთა და იპონით მოუგო.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ფინალში გერმანელი ტიმო კუველიუსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე მეორე ოქროს მედალი მოუტანა.